კვირა, 22.09.2019, 04:35
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
COUNTER STRIKE [15]
ინფორმაცია საიტზე [2]
GTA [10]
ადმინთან კონტაქტი [1]
სურათები [89]
პროგრამები [216]
ფილმები [149]
მუსიკა [86]
კლიპები [90]
თამაშები [156]
დღის გოგო [15]
მობილურებისთვის [35]
ვიდეოები [33]
ინფორმაცია როკ ჯგუფებზე [11]
ფილმები ქართულად [29]
სერიალები [13]
ანიმაცია [30]
სპორტი [11]
ეკლესია [4]
ვებ მასტერებისთვის [3]
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
რა დავდოთ?
სულ პასუხი: 379
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორშსამოთხშხუთშპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

წარმოშობა: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი: როკი, ალტერნატიული როკი, პანკ-როკი
სტუდიები: EMI (1983–1990)
Warner Bros (1990–დღემდე)
წევრები:
ენტონი კიდისი, ფლი, ჯონ ფრუშიანტე, ჩედ სმიტი

რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი არის კალიფორნიული როკ ჯგუფი, რომლის მუსიკაც შეიცავს როკის, ფანკის, პანკის, მეტალის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. მოგვიანებით მათ თავის მუსიკაში შეიტანეს ჯაზის, ფსიქოდელიის და ბლუზის ელემენტები. მათ გაყიდული აქვთ დაახლოვებით 50 000 000 დისკი.

ჯგუფის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი არის ფლის ბასი და მრავალმხრივი მუსიკალური სტილი. ფლის სტილი არის შერწყმა ტრადიციული პანკ-როკის, ბლუზის და ფანკის, რომელიც წააგავს ბუტსი კოლინზის და ჯონ პოლ ჯონსის შემოქმედებას. ჯგუფის რითმები ძირითადად აგებულია სწორედ ფლის ბასზე. ენტონი კიდისის სტილი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და უმაღლესი შესრულებით, რომლსიც თავისებურ განზომილებას მატებს ჯგუფის შემოქმედებას. სოლო-გიტარისტი, ჯონ ფრუშიანტე არის ჰარდ-როკის, პანკ-როკის... საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მუსიკოსი. მის მუსიკაში ადვილი ამოსაცნობია ჯიმი ჰენდრიქსი, ფრენკ ზაპა და სხვა უდიდესი გიტარისტები. ეს ყველაფერი შესრულების არაჩვეულებრივად ზუსტი და დახვეწილი მანერით. ჩად სმიტის დრამი კი არის ზუსტად ის, რაც ჭირდება ამ გენიალურ ჯგუფს: თავბრუდამხვევი რითმები, ძლიერი დარტყმა და უნაკლო შესრულება.

Fairfax High School-ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლიმ (მაიკლ ბალზარი), ჯეკ აირონსმა, და ჰილ სლოვაკმა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი 1983 წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი ჯეკ შერმანი და დრამერი კლიფ მარტინესი. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic-ის პროდიუსერის ჯორჯ კლინტონის ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. 1986 წელს ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს მაიკლ ბელინჰორნის პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო ფანკის, ფსიქოდელიის და პანკის შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე ევროპაში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: ჰეროინის გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. 1989 წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mothers Milk". ეს იყო ფანკის, ჯაზის, რეპის და მეტალის ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock me down" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.

ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records. 1991 წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია რიკ რუბინმა. ეს იყო "ბლად შუგა სექს მეჯიქი", რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა "Give it away" და "Under the bridge" მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. 1992 წელს ჯგუფი დატოვა ფრუშიანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა დეივ ნავარო. 1995 წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი "One hot minute". ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა "My friends" და "Aeroplane", მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. 1998 წელს დაბრუნდა ფრუშიანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი - "Californication", რომელსაც ჯგუფის ბევრი ფანი თვლის შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ გენიალურ ჰიტებს როგორებიცაა: "Scar Tissue" (მოიპოვა გრემი), "Otherside", "Californication", "Around the world", "Road Trippin", "Parallel Universe". ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. 2001 წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - "Off The Map".

2001 წელს გამოვიდა ალბომი "By the way". სიმღერებით "By the way" და "Can't stop" ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. 2003 წელი. აგრეთვე გამოიცა DVD დისკი - "Live At Slane Castle". 2004 წელს გამოვიდა მათი პირველი საკონცერტო ალბომი - "Live in Hyde Park" 2005 წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - "Stadium Arcadium". ეს ალბომი, რომელსაც ჯგუფის წარმატებული მსოფლიო ტური მოჰყვა, გამოვიდა 2006 წლის აპრილში...

კატეგორია: ინფორმაცია როკ ჯგუფებზე | ნანახია: 646 | დაამატა: vanila | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტს მართავს სისტემა uCozCopyright MyCorp © 2019