კვირა, 22.09.2019, 05:13
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
COUNTER STRIKE [15]
ინფორმაცია საიტზე [2]
GTA [10]
ადმინთან კონტაქტი [1]
სურათები [89]
პროგრამები [216]
ფილმები [149]
მუსიკა [86]
კლიპები [90]
თამაშები [156]
დღის გოგო [15]
მობილურებისთვის [35]
ვიდეოები [33]
ინფორმაცია როკ ჯგუფებზე [11]
ფილმები ქართულად [29]
სერიალები [13]
ანიმაცია [30]
სპორტი [11]
ეკლესია [4]
ვებ მასტერებისთვის [3]
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
რა დავდოთ?
სულ პასუხი: 379
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორშსამოთხშხუთშპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

Pink Floyd, შეიძლება ითქვას, შეიქმნა 1966 წელს, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა გააერთიანა ძალები პატარა მუსიკალური ჯგუფში. მანამდე კოლექტივმა არაერთი სახელი ატარა - "Sigma Six", "T-Set", "Megadeaths", "Architectural Abdabs", "Screaming Abdabs", "Abdabs". ჯგუფის პირველ სიმღერებს როჯერ კეიტ ''სიდ'' ბარეტი (გიტარა, ვოკალი) წერდა. მან კოლექტივს უცნაური სახელი - პინკ ფლოიდი მოუფიქრა - პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კანსილის საპატივცემულოდ, რომელთა ბლუზური სიმღერებით იგი იყო შთაგონებული.

პირველი ალბომის, The piper at the gates of dawn (1967) გამოშვების შემდეგ სიდი შეიცვალა - როკ-ვარსკვლავის დაძაბული ცხოვრების გამო მან ნარკოტიკული LSD-ს მიღება დაიწყო, რომელმაც სრულიად მოშალა მისი მდგომარეობა.
პიტერ ჯენერი, მენეჯერი, იხსენებს - ყველაფერი კარგად მიდიოდა. უბრალოდ, საინტერესოა, რატომ გართულდა ყველაფერი? ფულის გამო? დიდების გამო? ადამიანების გამო, რომლებიც მოდიოდნენ და სიდს ტონობით ნარკოტიკს ტენიდნენ? მე ''მჟავას'' ვაბრალებ ყველაფერს, მაგრამ ეგ რომ არა, მაინც სხვა რამე იქნებოდა მის ადგილას.

რიკ რაიტი: ''რა თქმა უნდა, მჟავაც იყო დამნაშავე, მაგრამ არავინ იცის, მან გაამძაფრა პროცესი, თუ თავად იყო მისი მიზეზი. არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ, უმთავრესად მაინც ნარკოტიკების ბრალია. ვფიქრობ, სიდს ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც მასზე გავლენა იქონიეს. ეს ყველაფერი 60-იანების დასასრულს ჩვეულ ამბად აღიქმებოდა.''მჟავას'' მიღება ახალი სამყაროს აღმოჩენასთან ასოცირდებოდა. იგი ამაზე წამოეგო".

ამ პერიოდში ჯგუფს შეუერთდა დევიდ გილმორი (გიტარა, ვოკალი) რომელიც თავდაპირველად ოდნავ ეხმარებოდა ბიჭებს სცენაზე და სტუდიაში, სანამ სიდი არ გაუშვეს ჯგუფიდან. სიდის წასვლის შემდეგ ჯგუფმა განამტკიცა თავისი კოსმიური იმიჯი იდუმალი ალბომით A saucerful of secrets (1968). ორი დისკის შემდეგ კოლექტივი გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებით. გადარჩენად კინო იქცა. რეჟისორ ბარბეტ შრედერის თხოვნით მათ შექმნეს საუნდტრეკი ფილმისათვის More და საკუთარ საკონცერტო პროგრამაში რამდენიმე ფრაგმენტი შეიტანეს ამ დისკიდან. კონცერტის წარმოდგენად გარდაქმნის ტრადიცია სიდის პერიოდიდან იღებს სათავეს. ამჯერადაც ჯგუფმა იდეალური ვარიანტი მოძებნა წარმატების მისაღწევად და საკონცერტო პროგრამა ორ ნაწილად გაჰყო - პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ადამიანის ცხოვრების ერთ დღეს, მეორე კი - იდუმალ მოგზაურობას. წარმოდგენის დროს სცენაზე უცნაური ამბები ხდებოდა - ნიკ მეისონი (დრამები) ხერხავდა და აკეთებდა მაგიდას, ინსტრუმენტებზე უკრავდნენ ყველანაირი ხერხებით. და რა თქმა უნდა, იქ იყო ახალი წევრი - გილმორი, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება ჯგუფში Joker's Wild, მაგრამ პინკ ფლოიდის სამუდამო წევრად იქცა.

ალბომი Ummagumma, რომელიც საუნდტრეკს მიჰყვა ფეხდაფეხ, ორი დისკისგან შედგება - პირველი აქედან ორი კონცერტის ჩანაწერია, მეორე კი რიჩარდ რაიტის (კლავიშები, ვოკალი) შემოთავაზებით ჩაიწერა. პრაქტიკულად, ეს არის თითო წევრის ოთხი სოლო ალბომი, რომელიც დღემდე რჩება ფსიქოდელიური როკის ეტალონად.

შემდეგი წარმატება იყო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ ''Zabriskie point''-ის საუნდტრეკზე (1969) მუშაობა. პინკ ფლოიდმა ბევრი საინტერესო მუსიკალური პიესა ჩაწერა, საიდანაც ფილმში მხოლოდ რამდენიმე მოხვდა. დღემდე ეს საუნდტრეკი ერთ-ერთი ცნობილია კინოს ისტორიაში. 1970 წელს ჯგუფმა კონცერტებზე წარადგინა უცნაური პიესა, რომელსაც Epic შეარქვა. მოგვიანებით, სტუდიაში მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფმა სრული სახით გამოიტანა იგი კონცერტებზე, უკვე ორკესტრთან და გუნდთან ერთად (გუნდი უკვე იქნა ერთხელ 1968 წლის ალბომზე გამოყენებული). ნამუშევარს უწოდეს Atom heart mother, თანაც სრულიად შემთხვევით - როჯერის ინიციატივით, რომელმაც რონ ჯიზინის (რომელიც ასევე მუშაობდა ალბომზე) მითითებით ჩაიხედა გაზეთში და ეს ფრაზა გამოიყენა - მოგვიანებით გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომის ყდაზე გამოსახული ძროხა არავითარ კავშირში არ არის ამ ნომერთან.

ზედმეტი ფული არ გვაწყენდაო და ხმისჩამწერმა ფირმამ გამოუშვა კრებული Relics. დისკი Meddle, რომელიც 1971 წელს გამოიცა, შეიცავს ცნობილ პიესას Echoes - 20 წუთზე მეტი ჟღერს ეს მონუმენტური ჰანგები. ბევრი მას ჯგუფის საუკეთესო ნომრად მიიჩნევს.
შემდეგ ფილმ La Vallee-ს (1972) საუნდტრეკი იყო - ფილმის რეჟისორი ისევ ბარბეტ შრედერი გახლავთ. აქ იწყება პინკ ფლოიდის მესამე ეპოქა. 1972 წელს ჯგუფმა მუშაობა დაიწყო უოტერსის ახალ იდეებზე და პარალელურად, მონაწილეობა ფილმში, რომელიც მათ ეძღვნება. ფილმი ''ცოცხლად პომპეიში'' გვიჩვენებს ამ ოთხ ენერგიულ მუსიკოსს თითქმის საუკეთესო პერიოდში. ფილმში სრულდება უკვე ცნობილი ფსიქოდელიური პიესები და ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯგუფი ახალ მასალაზე ალბომისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელწოდება.

იმავე წელს ჯგუფი Medicine head უშვებს დისკს Dark side of the moon, რომელიც ჩავარდება გაყიდვაში. რის შემდეგაც პინკ ფლოიდი მშვიდად არქმევს საკუთარ შედევრს იგივე სახელს - უოტერსის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი სიმღერის, Brain damage ტექსტის მიხედვით. ეს მუსიკალურად იდეალური და კონცეფტუალურად დაბალანსებული დისკი დღემდე რჩება მსოფლიოს საუკეთესო ალბომთა სიაში, ხოლო მისი ყდა, სტორმ ტორგესონის (ჯგუფის ყდების დიზაინერი) შედევრი, დღემდე როკ-მუსიკაში ყველაზე ცნობილია.

ერთიანი ალბომით იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო, შემდეგ კი, 1974 წლამდე, დატოვეს სტუდია. შემდეგი დისკის იდეა თავისით ამოტივტივდა. უოტერსი დიდად არ ფიქრობდა კონკრეტულად სიდზე ამ ალბომის შემქნისას, მაგრამ ყველაფერი, თითქოს თავისით იქმნებოდა. 1975 წელს, ალბომზე Wish you were here მუშაობისას, კოლექტივს სტუდიაში თვით სიდი გამოეცხადა - თავგადაპარსული და უზომოდ გასუქებული. არავინ არაფერი არ თქვა. იმ დღეს გილმორისა და მისი მეგობარი ჯინჯერის ნიშნობა იყო. სიდი დაესწრო ამ ღონისძიებას... და გაქრა. სევდიანმა ალბომმა დიდი გენიოსის შეშლილ ცხოვრებაზე მსმენელების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერა დიდ ჰიმნად იქცა.

ერთი წლის შემდეგ, საიდანღაც აღმოცენებული პანკ-როკის ფონზე, რომელიც უარყოფდა როკის ყველა ვეტერანს, ჯგუფმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა. Animals, როგორც მას შეარქვეს, სოციალურ თემატიკას ეხებოდა. ამავე დროს, ცხოველები გაიგივებულია ადამიანებთან და ამ ალეგორიისა და საკმაოდ მძლავრი აკორდების ხარჯზე ალბომი გაიყიდა, თუმცა მას აკლია იდუმალება, რომელიც ახასიათებს პინკ ფლოიდის ადრინდელ ნამუშევრებს. აქედან მოყოლებული, უოტერსი მოძრაობს მსმენელის საკუთარ მხარეს მოქცევისაკენ - ანუ აქცენტის გადატანაზე ტექსტზე, რომელიც ყოველთვის მის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა.

1977 წლის მსოფლიო ტურის ბოლო კონცერტზე, მონრეალში, გაღიზიანებული დაძაბულობით და მომაბეზრებელი მაყურებლით, რომელიც მას აღიზიანებდა ყვირილით, რომელიც გამუდმებით ყვიროდა და არ აძლევდა საშუალებას მშვიდად დაკვრისა, უოტერსმა უბრალოდ კონტროლი დაკარგა და სახეში შეაფურთხა ერთ-ერთ მსმენელს წინა რიგში. აქ უოტერსს უცნაური გრძნობა დაეუფლა.მსმენელისგან იზოლირების გრძნობა. როჯერი ჩაიკეტა თავის პატარა აგარაკზე და ახალი სიმღერების ორი ციკლი დაწერა - ერთს ''კედელი'' შეარქვა, ხოლო მეორე იყო ''ავტოსტოპის ავი და კარგი თავისებურებები''. სტუდიაში წარდგენისას, მის ჯგუფს უფრო მეტად მოეწონა პირველი, ხოლო მეორე გადადეს იმ იმედით, რომ ამ სიმღერებს აქცევენ პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომად.
''კედელი'' მრავალჯერ გადამუშავდა და დაემატა გილმორის ავტორობით შექმნილი რამდენიმე, დღეს უკვე ცნობილი სიმღერა (როგორიც არის Comfortably numb).

ალბომის ჩაწერის დროს პრობლემები უთვალავი იყო - რიკ რაიტი, რომელსაც ეზარებოდა სტუდიაში მუშაობა და ამ იდეების ხორცშესხმას ამჯობინა საბერძნეთში ჯდომა, ფინანსური პრობლემები და პრობლემები როჯერ უოტერსთან, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფაშისტური იმიჯის მქონე საკუთარი ქმნილების გმირს, სახელად პინკ ფლოიდი, რომლის პიროვნებაც უკეთ გაიცნო მაყურებელმა 1982 წელს გამოსულ ფილმში The Wall.

საბოლოოდ, ალბომი დასრულებული იყო და პინკ ფლოიდმა ტური გამართა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ოდესმე ჩატარებული ტურებიდან - გიგანტური მარიონეტი თოჯინებით სცენაზე, თეატრალური ჩანაფიქრებითა და, რა თქმა უნდა, მუყაოს აგურების კედლით, რომელსაც მთელი კონცერტის განმავლობაში აშენებდნენ სცენაზე. ბოლო ეტაპი ამ ეპოპეისა იყო თავად ფილმი ''კედელი'', რომლის იდეაც მის რეჟისორს, ალან პარკერს მოუვიდა. მოგვიანებით მას სანანებელი გაუხდა ჩანაფიქრი, რადგანაც სცენარზე, კადრირებაზე, მსახიობებთან და თავად როჯერ უოტერსთან მუშაობის პროცესი კოშმარად იქცა. საბოლოოდ, ფილმი გამოვიდა 1982 წელს და სამყარო ისევ გაყო ორ ნაწილად - ერთს ფილმი არ მოეწონა, მეორემ, რომელიც პინკის ტრაგედიაში რაღაც ნაცნობი აღმოაჩინა, მიიღო ''კედელი''.

შემდეგ ალბომად, როგორც უკვე ითქვა, უოტერსის სიმღერების მეორე ციკლი მოიაზრებოდა, მაგრამ ბირთვული ომის საშიშროებამ ყველაფერი უკუღმა შეაბრუნა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე (ომი ავღანეთში, ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი) უოტერსს ახსენდება ომის თემა და წერს ახალი სიმღერების ციკლს. საბოლოოდ, ეს ალბომი ასამარებს წლებით შემუშავებულ პინკ ფლოიდურ ჟღერადობას და მუსიკა იქცევა როჯერის იდეების მსხვერპლად. ალბომი The final cut (1983) ეძღვნება მისი, უოტერსის, ომში დაღუპული მამის ხსოვნას.

ალბომს არ მოჰყვა ტური, თუმცა გეგმები მასთან დაკავშირებით არსებობდა. ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან კონფლიქტმა არჩევანი არ დაუტოვა აგრესიულ უოტერსს და იგი გამოეყო ჯგუფს, ხოლო 1986 წელს იურიდიულად გააკეთა ეს. გილმორმა და რაიტმა სოლო-ალბომები გამოუშვეს - ამის მაგალითი უკვე იყო 1978 წელს, პაუზის დროს, რომელიც ჩამოვარდა ალბომებს Animals და The Wallშორის. რაიტმა მოულოდნელად გამოუშვა ფირფიტა, რომელიც არანიარად არ ჰგავს პინკ ფლოიდის მუსიკას, ხოლო გილმორმა აჯობა თავის კონკურენტ უოტერსს მელოდიური და გააზრებული დისკით. უოტერსმა გამოიყენა მასალა სახელწოდებით ''The pros and cons of hitchiking''. გიტარისტის პრობლემა რომ შეექმნა, მან იხმო ძველი ნაცნობი ენდი ფეირვეზერ ლოუ, მაიკლ კემენი, რომელსაც უნდა დაეკრა კლავიშებზე და როკ-მუსიკის (უკვე) ლეგენდა ერიკ კლეპტონი. სამწუხაროდ, ასეთი პიროვნებების ხარჯზე, ალბომმა მაინც არ გაამართლა - ორიგინალური კონცეფციის მიუხედავად, იგი მონოტონური დისკია და ამან აღაშფოთა პინკ ფლოიდის მსმენელები, რომლებიც უკეთეს შედეგს ელოდნენ ადამიანისგან, რომელსაც წამყვანი პოზიცია ეკავა ჯგუფში. მსოფლიო ტურიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ორი წლის შემდეგ ტრიოდ ქცეული პინკ ფლოიდი უოტერსის გარეშე უპრეცენდენტო მცდელობას განახორციელებს, ძველი მსმენელისათვის საკუთარი თავის შეხსენების. მოულოდნელი ალბომი A momentary lapse of reason (1987) დიდ წარმატებას მოიპოვებს და ჯგუფი მოგზაურობს დედამიწის გარშემო ტურით, რომელშიც რამდენიმე თვიანი გასტროლები მოიაზრება, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კონცერტები სამ წელიწადს გასტანს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ასევე იყო შემდეგი ალბომის, Delicate sound of thunder (საკონცერტო), გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ ''მირ''-ზე.

ჯგუფი, თითქოს და დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაუმტკიცონ კონკურენტ უოტერსს, რომ პინკ ფლოიდმა დაკარგა ტექსტების ავტორი, მაგრამ არ დაკარგა სამი ნიჭიერი მუსიკოსი. უოტერსი ვერ უწევდა მათ კონკურენციას, რადგანაც მისი ახალი ალბომის, Radio KAOS მხარდასაჭერი ტური კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუმცა, სამი წლის შემდეგ ჯგუფის ყოფილმა ბასისტმა უპრეცენდენტო ღონისძიების ჩატარება განიზრახა. ბერლინში, პოტსდამის მოედანზე, იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კედელი ჰყოფდა ორ ნაწილად გახლეჩილ სამყაროს, დაიდგა ''კედლის'' ახალი, უფრო მასშტაბური ვერსია - აქ, ცნობილ როკ-მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდნენ უოტერსი და მისი ჯგუფი და ნამდვილ თეატრალურ დადგმას აჩვენებდნენ. ცოტას თუ გაახსენდა გილმორი, როდესაც პოლ კერაკმა ამაყად შეასრულა Hey you, ხოლო ვენ მორისონს Comfortably numb ანდეს. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ვიღაცას ეჩვენებოდა, რომ უოტერსი განიცდის ნოსტალგიას თავის ჯგუფზე, მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო - მას ''კედელი'' მხოლოდ თავის ნამუშევრად მიაჩნდა და 2 წლის შემდეგ აპირებდა სენსაციური სოლო-ალბომის გამოცემას.

Amused to death, რომელზეც ხუთი წელი მუშაობდა, სრულიად განსხვავდება მისი ყველა სოლო-ალბომისგან და გამოირჩევა ორიგინალური მელოდიებით. აგრესიული უოტერსი აქ ოდნავ დამშვიდებულია, მაგრამ მიმართავს აქტუალურ თემას - ტელევიზიის გავლენა ადამიანზე. უოტერსმა არ გამართა ტური, რადგანაც მისი ახალი შედევრი ცუდად იყიდებოდა. სამაგიეროდ, მისი ყოფილი ჯგუფის ამბები კარგად მიდიოდა. მუშაობა ახალ სტუდიურ ალბომზე The division bell თითქმის დასრულებული იყო. ყველა მსმენელს აინტერესებდა, როგორი იქნება მათი მუსიკა ახალ ათწლეულში.საბოლოოდ, ალბომმა გაამართლა. 100%ით მელოდიური დისკი 1994 წლის ბესტსელერად იქცა, ხოლო მსოფლიო ტური - ყველაზე დიდ ტურად როკის ისტორიაში - გიგანტური ეკრანით, არნახული ლაზერ-შოუთი და კლასიკური ალბომის სრული შესრულებით.

1996 წელს ჩამოვარდნილი სიჩუმე რიკ რაიტმა დაარღვია - ამჯერად მისი სოლო-ალბომი Broken China დახვეწილი და თანამედროვე გამოდგა. და კვლავ სიჩუმე.რამდენიმე წელიწადში ახალმა ამბებმა გაიჟღერა - თითქოს და როჯერ უოტერსი შეურიგდა ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ტურზე ფიქრობს. მას კვლავაც არ დასჭირდა ძველი კოლეგების დახმარება პინკ ფლოიდის ყველაზე ცნობილი ნომრების ასაღორძინებლად და ახალი ტურის ჩასატარებლად. მას არ გააჩნდა ახალი ალბომი, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი არჩევანი - 1999 წელს მან წამოიწყო ახალი ტურნე In the flesh (ასევე ერქვა 1977 წლის ტურს), სადაც უამრავი ცნობილი სიმღერა დაუკრა. ტურმა დიდი წარმატებით ჩაიარა და 2002 წლის ჩათვლით გასტანა.

ამასობაში გამოიცა პინკ ფლოიდის ''კედლის'' კონცერტების ჩანაწერი და სიმპატიური კრებული , სადაც ჯეიმს გატრიმ (პინკ ფლოიდის ხმის ინჟინერი) თავისებურად გადააბა ერთმანეთზე კოლექტივის 20ზე მეტი სიმღერა. 2002 წლის ერთ-ერთ კონცერტზე როჯერ უოტერსს შეუერთდა ნიკ მეისონი, რომელმაც დაუკრა კომპოზიციაში Set the controls for the heart of the sun. იმავე წელს გილმორმა პატარა აკუსტიკური წარმოდგენა გამართა, სადაც შეასრულა ჯგუფის ჰიტები და რამდენიმე საკუთარი სიმღერა. აქ მას რიკ რაიტიც ეხმარებოდა. 2003 წელს გამოვიდა ვიდეოფილმი, სადაც პინკ ფლოიდის ოთხი წევრი საუბრობს ალბომის Dark side of the moon წარმატებაზე, მის შექმნაზე და სხვა საინტერესო ფაქტებზე.

გაზაფხულის ბოლოს გავრცელდა ხმები, თითქოს პინკ ფლოიდი აპირებს დროებით გაერთიანებას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტმა უარყო ისინი.ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ დევიდ გილმორმა სპეციალურად მოიწვია რაიტი, მეისონი და უოტერსი საქველმოქმედო კონცერტში Live 8 მონაწილეობის მისაღებად! მოვლენა უკვე ჩაიწერა პინკ ფლოიდის ისტორიაში - 2 ივლისს ოთხეული კვლავ ანათებდა და ერთად ასრულებდა ცნობილ სიმღერებს Money, Breathe, Wish you were here, Comfortably numb...

კატეგორია: ინფორმაცია როკ ჯგუფებზე | ნანახია: 663 | დაამატა: vanila | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტს მართავს სისტემა uCozCopyright MyCorp © 2019