კვირა, 22.09.2019, 04:36
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
COUNTER STRIKE [15]
ინფორმაცია საიტზე [2]
GTA [10]
ადმინთან კონტაქტი [1]
სურათები [89]
პროგრამები [216]
ფილმები [149]
მუსიკა [86]
კლიპები [90]
თამაშები [156]
დღის გოგო [15]
მობილურებისთვის [35]
ვიდეოები [33]
ინფორმაცია როკ ჯგუფებზე [11]
ფილმები ქართულად [29]
სერიალები [13]
ანიმაცია [30]
სპორტი [11]
ეკლესია [4]
ვებ მასტერებისთვის [3]
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
რა დავდოთ?
სულ პასუხი: 379
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორშსამოთხშხუთშპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
საიტის მეგობრები

1995 წელს დრამერმა Sully Erna-მ გადაწყვიტა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე 23 წელია დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. დრო გავიდა სანამ Erna მიხვდა რომ ჯგუფის ხელმძღვანელი და დიზაინერიც თვითონ უნდა გამხდარიყო.
ჯგუფის ჩამოყალიბების პირველივე წელს შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. Sully Erna, Robbie Merrill და Tony Rombola-მ იპოვეს ხმისჩამწერი სტუდია და ჩაწერეს პირველი CD სახელწოდებით ALL WOUND UP. მათ ეს მხოლოდ რაღაც საცოდავი 600 დოლარისთვის, ერთ კვირაში გააკეთეს.

შემდეგი ორი წელი ჯგუფი ბოსტონში და მიმდებარე ქალაქებში გამოდიოდა დრამერ Joe Darco-თან ერთად. ნელნელა შემოსავალიც იზრდებოდა და დამწყები ჯგუფიც ნელნელა სერიოზულ ჯგუფად ყალიბდებოდა. თანდათან ცოცხალი შესრულებების არეა გაიზარდა, ჯგუფი უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში იყო სასურველი. მათი CD გახდა პოპულარული და მოხვდა WAAF-ის ერთერთი dj-ს ხელში, ბოსტონის ერთერთ რადიოსადგურზე. სინგლმა "Keep Away" სწრაფად დაიკავა #1 ადგილი, რის შემდეგაც Newbury Comics-მა გადაწყვიტა cd-ს ოფიციალურად გაყიდვა და ჯგუფის დატვირთვაც გაიზარდა. "KEEP AWAY"-ს გაჰიტების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა სინგლი "Whatever", რომელიც WAAF-ის ახალი ფავიროტი სინგლი გახდა.

ამის შემდეგ ჯგუფის ალბომის გაყიდვამ სასწაულად მოიმატა, კვირაში ასობით დისკი იყიდებოდა და მალე გადააჭარბა 1000 cd-ს კვირაში და ყველაზე გაყიდვადი გახდა. ასე გრძელდებოდა 1998 წლამდე. Joe Darco მალე შეცვალეს Tommy Stewart-ით, ALL WOUND UP გადააკეთეს და ამიერიდან სხვა ვერსიით ისმინებოდა. 6 კვირის შემდეგ გამოვიდა ახალი GODSMACK-ის პირველი ალბომი GODSMACK.

ამის შემდეგ დაიწყო თავბრუდამხვევი "The Voodoo Tour", სადაც ჯგუფიც იღებდა მონაწილეობას. ძლიერმა ცოცხალმა შესრულების დონემ და გაყიდვადმა ალბომმა საშუალება მისცეს ჯგუფს 1999 და 2000 წლებში Ozzfest-ზე და 1999 წელს woodstock-ზე გამოსვლისა. ასევე 2000 წელს ჯგუფს black sabbath-თან ერთად ქონდა ტურნე. 2000 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი AWAKE, რომელმაც 2000-2001 წლებში ყველა რეკორდი მოხსნა რადიოსადგურებში და ჯგუფი წარდგენილი იყო გრემის პირველ ნომინაციაზე სინგლით "Vampires". ასევე ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ტურმე სადაც ფანებს უამრავი ცეცხლით და ძლიერი ცოცხალი შესრულებით ხვდებოდა.

2002 წელს "I Stand Alone" გახდა ყველაზე მოთხოვნილებადი სიმღერა, 14 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ჯგუფმა დასვენება გადაწყვიტა. შესვენების დროს Shannon Larkin-მა რომელსაც sully-სთან 15 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა და უკრავდა ჯგუფებში როგორიცაა Wrathchild America, AMEN და Ugly Kid Joe, შეცვალა Tommy Stewart ჯგუფში. მესამე ალბომი FACELESS 2003 წელს გამოვიდა და გახდა #1 გაყიდვადი ალბომი მთელ ამერიკაში პირველივე კვირას. ამ ალბომმა მოუტანა ჯგუფს კიდევ ორი გრემი სინგლისათვის I Stand Alone, 23 თვიანი ტურნე და კიდევ ერთი 11 თვიანი ტურნე მეტალის მეფეებთან METALLICA-სთან ერთად.
2004 წელში გამოვიდა პირველი აკუსტიკური ალბომი THE OTHER SIDE, სადაც შევიდა შეცვლილი ვერსიები სინგლებისა "Keep Away", "Re-Align" და ასევე შეცვლილი "Awake".

ჯგუფი აგრძელებს მეტალიკასთან ერთად გამოსვალ და ასრულებს ასევე აკუსტიკურ ვერსიებს ძველი სიმღერებისა. 2004 წელს ჯგუფს ქონდა შესანიშნავ გამოსვლა HARD ROCK CAFE-ში, (Orlando Florida). ჯგუფმა შეასრულა ძველი სიმღერები და ასევე ძველი სიმღერების განახლებული ვერსიები.

კატეგორია: ინფორმაცია როკ ჯგუფებზე | ნანახია: 646 | დაამატა: vanila | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტს მართავს სისტემა uCozCopyright MyCorp © 2019